ნაფარეულის ღვინის მარანში - "ტყუპები" - კსუ-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელთათვის შემეცნებითი-პრაქტიკული ხასიათის ლექცია ჩატარდა.
პირველკურსელებმა, ვიზიტის ფარგლებში, მარნის წარმომადგენელისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ღვინის წარმოების პროცესზე, დაათვალიერეს საწარმოს ბაზაზე არსებული ღვინის მუზეუმი და მარანში სხვადასხვა ვაზის ჯიშისგან დამზადებბული ღვინო დააგემოვნეს.
გასვლითი ლექციის ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესორებთან ერთად, ნეკრესისა და გრემის ეკლესია-მონასტრები მოილოცეს.
გასვლითი ლექცია, 23 აპრილს, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით მოეწყო და მასში 45-მდე სტუდენტი ჩაერთო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება