კსუ-ს ფინანსების, ტურიზმისა და მენეჯმენტის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებით დაკომპლექტებული მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის წარმომადგენლებმა (ქეთევან იანტბელიძემ, ნინო ზოიძემ, ომარ ვიბლიანმა, გიორგი ტატიშვილმა, მარიამ ლიპარტელიანმა, გიორგი მაისურაძემ, თეონა დიღმელაშვილმა, ერეკლე ხინთიბიძემ და სალომე სურამელმა ) - ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელ - კახაბერ ჯაყელთან ერთად, კრაკოვში გამართულ სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც 17-24 აპრილს გაიმართა, სამეცნიერო კვლევითი კოოპერაციისა და სტუდენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად. სიმპოზიუმში ქართველ მონაწილეებთან ერთად, 250 სხვადასხვა ეროვნების სტუდენტი ჩაერთო. მონაწილეებმა ტრენინგებში, ვორქშოფებში, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. კსუ-ს სტუდენტებმა საქართველოსა და უნივერსიტეტის შესახებ მომზადებული პრეზენტაციებიც გააცნეს ფართო საზოგადოებას.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია სიმპოზიუმში, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა და საერთაშორისო მენეჯმენტის ფაკულტეტის ხელმძღვანელის - პიოტრ ბულას მოწვევით ჩაერთო.
სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის, მონაწილეებს, კრაკოვის ეკონომიკისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ’’Manko-ს“ ერთობლივი სერფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება