22 აპრილს, სასტუმრო "იოტა ჰოთელში", სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული და კსუ-ს მხარდაჭერილი, რიგით მერვე, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის - ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი გაიხსნა.
კონფერენციაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები ანანო ჭულუხაძე, თამარ ლომიძე, ლევან ბორტიშვილი, ანა კიზირია, დიანა ჭიპაშვილი და 2017 წლის კურსდამთავრებული - მარიამ ნატროშვილი მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში, კონფერენციაში - 8 საგანმანათლებლო დაწესებულება და 21 სტუდენტი ჩაერთო.
თბილისის მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის მონაწილეთა მოხსენებები, რომლებიც სტომატოლოგიისა და მომიჯნავე მეცნიერებების მიმართულებით იყო წარმოდგენილი, კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულები კონგრესის გახსნის ცერემონიაზე, 27 აპრილს, სასტუმრო "მარიოტში" გამოვლინდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება