კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი ფარმაციის საბაკალავრო-საგანმანათლებლო სპეციალობის სტუდენტებისთვის, მასტერკლასი თემაზე - „CV- ის შედგენისა და გასაუბრების ტექნიკა” ჩატარდა.
შეხვედრა უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებითა და პსპ ფარმას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელშეწყობით გაიმართა.
მასტერკლასი პსპ ფარმას პერსონალის შერჩევისა და რეკრუტინგის განყოფილების უფროსმა - თამარ ჩხეიძემ და ამავე განყოფილების წარმომადგენელმა - ანი ჩალიგავამ ჩაატარეს.
მომხსენებლებმა სტუდენტებს CV-ის კვალიფიციურად შედგენასა და დამსაქმებელთან ეფექტური გასაუბრების საკითხები გააცნეს. შეხვედრაზე, კომპანიის წარმომადგენლების ინიციატივით, სტუდენტებმა გასაუბრების სიტუაციური გათამაშებაც მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ მასტერკლასის თითოეულ მსმენელს, სერტიფიკატები გადაეცა.
შეხვედრის ბოლოს, კსუ-ს ფარმაციის ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, საშუალება მიეცათ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმები ადგილზე შეევსოთ. აღნიშნული განაცხადის ფორმების საფუძველზე, კსუ-ს სტუდენტებს კომპანია ორი კვირის ვადაში, გასაუბრებაზე მოიწვევს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება