კსუ-ს ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრში, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის, ვროცლავის განყოფილების ხელმძღვანელი და პროფესორი - ვდოქიმეჟ სულეია და პოლონეთის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების წარმომადგენელი - მალგოზატა ვიერშოვსკა - უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
პოლონელი სტუმრები, სტუდენტებს - კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ წარუდგინა.
პროფესორმა - ვდოქიმეჟ სულეიამ, სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის - იუზეფ პილსუცკის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ძირითად საკითხებზე ისაუბრა და სტუდენტებს პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის (1918-1922 წლებში) პიროვნება გააცნო.
როგორც მომხსენებელმა შეხვედრის დროს განაცხადა, იუზეფ პილსუცკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაინტერესებულ პირებს, ყველა სხვა ინფორმაციისა და ფაქტის გაგება, იმ წიგნში შეეძლებათ, რომელიც უახლოეს პერიოდში ქართულად ითარგმნება. აღნიშნული ლიტერატურული რესურსი, გამოცემის შემდგომ, კსუ-ს პოლონური ენისა და კულტურის ცენტრშიც იქნება ხელმისაწვდომი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება