დიდი ბრიტანეთის ვესტმისტერის უნივერსიტეტის ემერიტუსი (აკადემიური წოდება, რომელიც ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ) პროფესორი, ცნობილი იმუნოლოგი, თანამედროვე სამედიცინო განათლების ექსპერტი და ამავდროულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი - პიტერ ლიდიარდი, აქტიურადაა ჩართული კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესში.
პიტერ ლიდიარდი, ვიზიტის ფარგლებში, კსუ-ს კანცლერს - ვახტანგ წივწივაძეს, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს - ლალი მეკოკიშვილსა და სტუდენტებს შეხვდა. პროფესორმა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, თავისივე ავტორობით გამოცემული წიგნიც უსახსოვრა.
პროფესორმა მონაწილეობა მიიღო განახლებული სილაბუსების განხილვაშიც. მისი ინიციატივითა და უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, მედიცინის ფაკულტეტზე - ონლაინ ლექციების, შემეცნებითი აუდიოფაილებისა და სტუდენტებთან დისტანციური კონსულტაციების სისტემა ამოქმედდება.
მედიცინის ფაკულტეტის, იმუნოლოგიის სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელ - ნინო ამაღლობელთან და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მაისის თვეში - პროფესორი - პიტერ ლიდიარდი ლექცია-სემინარებს, PBL სესიებსა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის, მედიცინის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებში - ტრენინგს ჩაატარებს.
აღნიშნული აქტივობები მედიცინის ფაკულტეტზე სწავლების თანამედროვე სტანდარტების განვითარებასა და სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას - მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება