კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ორგანიზებით, 12 აპრილს საპროექტო განაცხადის მომზადებისა და წარდგენის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრო. ტრენინგის მონაწილეებმა, კონკურენტუნარიანი სამეცნიერო საპროექტო წინადადების მომზადებისა და მისი დონორ ორგანიზაციაში წარდგენის პრინციპების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ტრენინგი, კსუ-ს კანცლერის მრჩეველმა საერთაშორისო კვლევითი პროექტების განვითარების საკითხებში, მეცნიერებათა დოქტორმა, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების მომზადებისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე - ნუნუ მიცკევიჩმა ჩაატარა.
ტრენინგის შემდეგ აუდოტორიის მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა მსგავსი შინაარსის ტრენინგების ჩატარება უახლოეს მომავალშიც დაიგეგმა. ასეთი სწავლების მიზანია როგორც უნივერსიტეტის პერსონალისათვის, ასევე სტუდენტებისათვის - კონკრეტული საგრანტო პროექტის წერის უნარების ჩამოყალიბება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება