კსუ-ს ვებგვერდის ფარგლებში დაიწყო ახალი სამეცნიერო პორტალის ფუნქციონირება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერთა კომუნიკაციის გაძლიერებას, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებას, ინტერდისციპლინური კვლევებისთვის საჭირო კავშირების დამყარებასა და ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფას.
პორტალზე აისახება სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი სიახლეები როგორც საუნივერსიტეტო, ასევე ქვეყნის მასშტაბით.
პორტალის სანახავად აუცილებელია შეხვიდეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე - ciu.edu.ge და დააკლიკოთ „კვლევა“-ს ან ესტუმროთ პორტალს ქვედომენით - research.ciu.edu.ge .
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება