კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტები - ვაჟა ჭაბუკიანი და ოთარ ბიბილეიშვილი - ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრები გახდნენ.
მაგისტრანტები სასწავლო კომპონენტის გარდა, აქტიურად არიან ჩართულები პრაქტიკულ საქმიანობაშიც და ,,დუგლაძეების ღვინის კომპანაში“ ასისტენტ-მეღვინის პოზიაციებს იკავებენ.
შეგახსენებთ, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის კიდევ ერთმა მაგისტრანტმა - საბა ქიტიაშვილმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, კსუ-ს სასწავლო კურსის ,,ღვინის დეგუსტაციის საფუძვლები“ დასრულების შემდგომ, საგნის ხელმძღვანელის - თამარ გურგენაშვილის რეკომენდაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულ გამოცდაში მაღალი შედეგები დაიმსახურა და კომისიის წევრი გახდა. ამ მონაცემებით კი უკვე ფაკულტეტის სამი მაგისტრანტი სადეგუსტაციო კომისიის წევრის სტატუსის მფლობელია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრანტებს ულოცავს ამ დიდ მიღწევას და პროფესიურ და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება