ერთობლივი სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ მოაწერეს.
ვახტანგ წივწივაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების, სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ ესაუბრა.
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ჯემალ სოლოღაშვილმა.
უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები საზოგადოებას ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ გააცნო.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება