კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის - საერთაშორისო სამართლის კვლევითმა ინსტიტუტმა, ორი კვლევითი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
კვლევები - „საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და საზოგადოების მზაობა“ და „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი (თავისებურებანი და პრობლემები)“ – 2017 წლის 1 ივნისიდან დაიწყო და 6 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
პროექტში, კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლების - მარიამ ჯიქიასა და თამარ ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჯამში - 12 სტუდენტი მონაწილეობდა. მათ აღნიშნული კვლევითი პროექტების თეორიული ნაწილის მომზადებასა და მონაცემების შეგროვებაში მიიღეს მონაწილეობა.
კვლევითი პროექტის მასალები ორ ნაშრომად გამოიცა. სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია როგორც საუნივერსიტეტო, ასევე საჯარო ბიბლიოთეკის წიგნთსაცავში და ისინი მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენს.
შეხვედრის ბოლოს, საერთაშორისო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა - მარიამ ჯიქიამ და კოორდინატორმა - თამარ ნადირაშვილმა, პროექტის თანაავტორი თორმეტივე მონაწილე სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ ინსტიტუტი ამჟამად მესამე ნაშრომზე მუშაობს, რომელიც შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტებს შეეხება და კვლევითი პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება