საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ორგანიზებულ უნივერსიადის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში, კსუ-ს საფეხბურთო გუნდი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდა.
ჩემპიონატის ფარგლებში, ეს კსუ-ს მეორე შეხვედრაა და პირველი შეხვედრის მსგავსად, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან მოგებით 2:1 დასრულდა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთან გუნდმა მოგება გაიფორმა.
შეხვედრა პირველივე წუთებიდან კსუ-ს უპირატესობით დაიწყო და ეს ტენდენცია თამაშის ბოლომდე შენარჩუნდა. თევდორე მაყაშვილმა მოწინააღმდეგის კარი ორჯერ დალაშქრა, გარი წერეთელმა და თაზო ვახანიამ კი გუნდს თითო-თითო ქულა მოუპოვეს. თამაშის საბოლოო ანგარიში 4:1 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით მოქმედი 14 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გადანაწილებულნი. მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლას 8 საუკეთესო გუნდი, თამაშების სტატისტიკის მიხედვითა და შედეგებით შეძლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება