კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ვახტანგ მაისაია - ,,ასიმეტრიული კონფლიქტები და ჰიბრიდული ომები XXI საუკუნეში“ - კონფერენციაში მონაწილეობს როგორც საერთაშორისო დონის ექსპერტი სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში და კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი.
კონფერენცია 23-25 მაისს პოლონეთში გაიმართება და პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბთან ერთად მისი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლავთ.
ინფორმაციული ომი; სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა ომის პირობებში; თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების ხასიათის ცვლილება; ეკონომიკური ომი, როგორც ჰიბრიდული ომის კომპონენტი; ტერორიზმი, როგორც ასიმეტრიული ომის ელემენტი - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის გარშემოც კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ.
ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონფერენციაში პოლიტოლოგები, ეკონომისტები, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტები ჩაერთვებიან და დამსწრე საზოგადოების წინაშე თავიანთ კვლევებს წარადგენენ.
სამეცნიერო კონფერენციის საბჭოს თავმჯდომარე, ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი იაროსლავ რუსიეცკი გახლავთ.
კონფერენციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ საიტზე http://konferencja.org.pl/
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება