კსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრისა და სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტში უკვე მესამედ გაიმართა და მასში მონაწილეობა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს.
ღონისძიება, კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რექტორის მოადგილემ მარინა გედევანიშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ოპერაციების დირექტორმა - გიორგი ბიგანიშვილმა გახსნეს. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს დასაქმების ფორუმის მნიშვნელობაზე როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პოტენციური დამსაქმებლებისთვის და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ფორუმში საქართველოში მოქმედი ისეთი წამყვანი კერძო და საჯარო კომპანიები ჩაერთნენ, როგორებიცაა: ,,იუსტიციის სახლი", შსს, ,,აღსრულების ეროვნული ბიურო", სამედიცინო კორპორაცია ევექსი, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი", თიბისი დაზღვევა, საბროკერო კომპანია "ვაისი", ,,პსპ ფარმა" და სხვა.
აღნიშნული ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მიზანად ისახავს, ხელი შეუწყოს კსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციას და მათ კარიერულ წინსვლას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება