კსუ-ს ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური თამაშები ყოველკვირეულად იმართება.
31 მარტს შეჯიბრი, სახელწოდებით, ,,ინტელექტუალური დუელი“ გაიმართა, რომლიც კსუ-ს ინტელექტკლუბის საავტორო პროექტია და უნივერსიტეტის მასშტაბით პირველად განხორციელდა. თამაშის ფორმატი შოუს ელემენტებს გულისხმობს და ტრადიციული ინტელექტუალური დუელებისგან წესებითა და ფორმით განსხვავდება.
შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა მიიღო. თამაშის ფინალურ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში, დამატებითი კითხვების დასმის გზით, ფინალურ ეტაპზე ,,ხეჩო და ბავშვები“ გადავიდნენ და გამარჯვებულის ტიტულისათვის ბრძოლაში ,,ნიკეს“ შეხვდნენ.
,,ინტელექტუალური დუელის“ გამარჯვებულები, ,,ხეჩო და ბავშვები“ გაზაფხულის სეზონის თამაშების დასრულების შემდგომ საზეიმოდ დაჯილდოვდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება