პოლიტოლოგმა და კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა - პეტრე მამრაძემ, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე, საჯარო ლექცია ჩაატარა.
„საქართველოს უსაფრთხოების გარემო და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები - პარალელები მონტენეგროსთან“ - საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა უსაფრთხოების საკითხები და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
პეტრე მამრაძემ კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებით, ნატოში ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო მასშტაბით დღეს არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში, საკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა, განსახილველ თემატიკასთან ერთად, მომხსენებელს მიმდინარე აქტუალური საკითხების ირგვლივაც დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები.
შეგახსენებთ, რომ დარგის სპეციალისტებისა და პროფესორების მონაწილეობით კსუ-ში საჯარო ლექციები სისტემატურად ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისათვის თავისუფალია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება