კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ლიტვის კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ფიზიოთერაპიისა და სილამაზის მიმართულების ხელმძღვანელი - მონიკა პასიენე (monika pociene) და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი - ინა ბერენიტე (Ina Berenyte) სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.
ორი უნივერსიტეტი Erasmus+_ის ფარგლებში თანამშრომლობას აღმავებს, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვას გულისხმობს.
კსუ-ს მხრიდან, სტუმრებს რექტორი - კახაბერ კორძაია, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი ფიჩხაია და ამავე საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორი - თეა ადამია, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიდან კი უფროსი - თამარ ჩახნაშვილი და წარმომადგენელი - ხატია მარშანია შეხვდნენ.
მხარეებმა მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
ვიზიტის ფარგლებში, ფიზიოთერაპიისა და სილამაზის მიმართულების ხელმძღვანელმა - მონიკა პასიენემ (monikapociene), 27-28 მარტს, კსუ-ს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამისა და მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, დარგში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ ორდღიანი სემინარი ჩაატარა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება