საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ 2018 წლის I ლიგის თამაშში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, ,,რუსთავს“ დაუპირისპირდა.
უნივერსიტეტის გუნდმა შეხვედრა გამარჯვებულის სტატუსით - საბოლოო ანგარიშით 2:0 დააფიქსირა.
კსუ-ს ფრენბურთელებიდან თავი გამოიჩინეს - გიორგი ბაკურაძემ, ბორია ბეჯანიშვილმა და გიგა ბენიძემ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კსუ-ს ფრენბურთელებმა, I ლიგის თამაშები წარმატებით დაიწყეს, სწორედ ამ ლიგის საბოლოო ანგარიშის მიხედვით გაირკვევა საქართველოს უმაღლეს ლიგაში გადასული გუნდების ვინაობაც.
გულშემატკივრებს შეგახსენებთ, რომ უახლოესი თამაში, 25 მარტს გაიმართება, სადაც უნივერსიტეტის ფრენბურთელები საქართველოს უნივერიტეტის გუნდს ნახევარფინალურ ბრძოლაში დაუპირისპირდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება