კსუ-ს ფრენბურთის გუნდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს!
კსუ-ს ფრენბურთის გუნდისათვის საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ გამართული 2018 წლის I ლიგის თამაშები წარმატებული გამოდგა.
გუნდმა 25 მარტის ნახევარფინალური თამაში საქართველოს უნივერსიტეტის ფრენბურთელებთან გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალში ბრძოლაში კი კსუ-ს ფრენბურთელები ,,წყალტუბოს“ შეხვდნენ და ღირსეულად გაიმარჯვეს. მატჩის საბოლოო ანგარიში - 3:1 ჩაინიშნა.
კსუ-ს გუნდის მწვრთნელი 2017 სასწავლო წლიდან დავით ლიპარტალიანი გახლავთ.
25 მარტის შედეგებით, კსუ-ს ფრენბურთის გუნდი 2018/2019 წლის სეზონს, უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. უნივერსიტეტი, ფრენბურთის გუნდს ამ გამარჯვებას ულოცავს და ოქტომბრის თვიდან განახლებულ ახალ სეზონში წარმატებებს უსურვებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება