კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის მიერ ორგანიზებული - “რა? სად? როდის?” - გაზაფხულის ჩემპიონატი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა.
პროექტის ფარგლებში, კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა 10-მა გუნდმა, თამაშის მეორე ტურში 20 შეკითხვას გასცა პასუხი. შეჯიბრი ბლიცის, სუპერბლიცისა და შავი ყუთის რაუნდით წარიმართა.
გაზაფხულის სეზონის მეორე ტურის თამაშის შედეგებით მოწინავე სამეული ასე გამოიყურება: Dream killers, ჰიდრა და ოლიმპოს ღმერთები.
კსუ-ს ინტელექტკლუბის ორგანიზებით მომდევო შეჯიბრი - ,,ინტელექტუალური დუელი“ – 31 მარტს გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება