საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ 2018 წლის I ლიგის თამაშში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, თსუ-ს დაუპირისპირდა.
უნივერსიტეტის გუნდმა სამი პარტიიდან ორის მოგება შეძლო და შეხვედრის გამარჯვებული გახდა. თამაშის საბოლოო ანგარიში 2:1 დაფიქსირდა.
კსუ-ს ფრენბურთელებიდან თავი გამოიჩინეს - გიორგი ბაკურაძემ, ბორია ბეჯანიშვილმა და გიგა ბენიძემ. გუნდის მწვრთნელი 2017 სასწავლი წლიდან დავით ლიპარტალიანი გახლავთ.
კსუ-ს ფრენბურთელებმა, I ლიგის თამაშები წარმატებით დაიწყეს, სწორედ ამ ლიგის საბოლოო ანგარიშის მიხედვით გაირკვევა საქართველოს უმაღლეს ლიგაში გადასული გუნდების ვინაობაც.
გულშემატკივრებს შეგახსენებთ, რომ უახლოესი თამაში, 24 მარტს გაიმართება, სადაც უნივერსიტეტის ფრენბურთელები ,,რუსთავს“ დაუპირისპირდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება