კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ,,ჯინო პარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ და ,,ჯინო პარკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - სუზი აინრამჰოფმა მოაწერეს.
მემორანდუმის ძირითადი პუნქტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარჩინებული სტუდენტების ,,ჯინო პარკში“ დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიზნით, ტურიზმის სპეციალობის მაღალი აკადემიური მოსწრების ექვსი სტუდენტი, სასწავლო პრაქტიკას სწორედ აღნიშნულ დაწესებულებაში ორი თვის მანძილზე გაივლის.
მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტი გახლავთ და აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, მხარეები სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო ცოდნისა და საწარმოო-ტექნიკური ინფორმაციის გადაცემისათვის, ერთობლივ საქმიანობას წარმართავენ. ასევე ხელს შეუწყობენ სპორტული შეჯიბრებების, ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას და ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო - კვლევითი პროგრამების შემუშავებასა და სასწავლო პროცესში დანერგვას.
ოფიციალური ნაწილისა და მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, კსუ-ს ტურიზმის სპეციალობის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები, მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად, ,,ჯინო პარკს“ საინფორმაციო ტურის ფარგლებში ესტუმრნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება