კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა, გაზაფხულის სეზონი თამაშით - “რა? სად? როდის?” - განაახლა.
შეჯიბრში კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობდა. თამაშს საპატიო სტუმრის ამპლუით დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველოფის დირექტორი - ირაკლი უჯმაჯურიძე და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი - მიხეილ აბაიშვილი ესწრებოდნენ. სტუმრებმა მონაწილე გუნდებს, თამაშის მსვლელობისას, შეკითხვები დაუსვეს.
გაზაფხულის სეზონის პირველი თამაშის შედეგების მიხედვით, მოწინავე პოზიციებს ისევ შემოდგომის სეზონის წამატებული გუნდები ინარჩუნებენ - Dream killers და ჰიდრა თამაშის ლიდერ გუნდებად დასახელდნენ.
ინტელექტკლუბის დამფუძნებლების ინფორმაციით, უახლოესი თამაში 23 მარტს არის ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება