კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხალხურ ანსამბლში გასაწევრიანებლად - უცხოელი სტუდენტების შერჩევა დაიწყო. ,,კავკასიელი“ კსუ-ს ბაზაზე შეიქმნა და რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
ანსამბლი, მცირე მუსიკალური გამოცდილების მქონე, უცხოელ სტუდენტებს შანსს აძლევს ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საკრავებს დაეუფლონ და ანსამბლში ინტეგრირდნენ.
დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიბრძანდეთ კსუ-ს სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ოთახი N 705, შიდა ნომერი - 104.
რეგისტრაციის გავლის შემდგომ კი დაუკავშირდეთ ანსამბლის ხელმძღვანელს ბეჟან წინწალაშვილს შემდეგ ნომერზე: 555-55-61-95.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება