21 მარტს საქართველოს ჩემპიონატმა ფრენბურთში სტარტი აიღო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, როგორც პირველ ლიგის დებიუტანტმა გუნდმა, ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.
კსუ-მ ლიგის ფარგლებში პირველი თამაში ახალგაზრდულ ოლიმპიადის ნაკრებთან გამართა და გამარჯვება ანგარიშით 2:1 მოიპოვა.
კსუ-ს მორიგი ორი თამაში 23 მარტს წყალტუბოსთან და თსუ-სთან აქვს ჩანიშნული.
აღნიშნული ჩემპიონატი ფრენბურთში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება