კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სახელმწიფოთაშორის ტელერადიოკომპანია ,,მირ-ს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი, სამეცნიერო ცოდნის, ინტელექტუალური პოტენციალისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით, სამეცნიერო, კვლევითი, სასწავლო, პრაქტიკული და პროფესულ-საგანმანათლებლო პროცესის ერთობლივ წარმართვასა და სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო ცოდნისა და საწარმოო - ტექნიკური ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფს.
მხარეები, მემორანდუმის ფარგლებში ევროპული და მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავებისა და მათი სასწავლო პროცესში დანერგვისათვის ითანამშრომლებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება