კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის ხუთი კურსდამთავრებული (ზინიარ რიზგარ აბდულლაჰ, მუსტაფა რაკან ხუდურ, მოჰამმედ ომერ საიიდ, რაიდ ხალაფ ჯასიმ, მაჰმუდ მუჰსიმ შენდო) - ერაყის მოქალაქეები არიან და უნივერსიტეტში, თავი გამოიჩნეს, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებმა.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა - სესილი გოგიბერიძემ. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს იმ წლებზე, რომელიც სტუდენტებმა კსუ-ში გაატარეს, გამოცდილებასა და ცოდნაზე, რომელიც აქ შეიძინეს და იმედი გამოთქვეს, რომ სწავლის დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულები მშობლიურ უნივერსიტეტთან კავშირს არ გაწყვეტენ და განათლების სფეროში, ორ ქვეყანას შორის ელჩის ფუნქციასაც შეითავსებენ.
კსუ-ს კურსდამთავრებულებს ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომები - კსუ-ს რექტორმა გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება