კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს უცხოელი სტუდენტებისთვის ექსკურსიების მოწყობას.
ამჯერად, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე, კსუ-ს 25-მდე ინდოელი და ზიმბაბველი სტუდენტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. უცხოელმა სტუდენტებმა სამთო-სათხილამურო კურორტი - გუდაური მოინახულეს და ტრასაზე საკუთარი ძალები მოსინჯეს
აღნიშნული ექსკურსია, რომელიც კსუ-მ გლობალ ედუქეიშენალ სერვისთან ერთად მოაწყო, სტუდენტების დაახლოებისა და ქვეყნის გაცნობის მიზნით დაიგეგმა.
სამომავლოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გლობალ ედუქეიშენალ სერვისი, უცხოელი სტუდენტების საქართველოში ინტეგრაციის მიზნით, სხვა სახის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება