თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის ,,ა“ ლიგის მეშვიდე ტურის თამაშში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი - ,,წყალტუბოს” შეხვდა. ტურნირში ექვსივე მონაწილე გუნდმა მიიღო მონაწილეობა და სათამაშო დღის ბოლოს, პლეი ოფში გამსვლელი ოთხეულიც გამოიკვეთა.
უნივერსიტეტის ნაკრებმა თამაშის ოთხივე პერიოდი წარმატებით დაასრულა - 22:15, 23:12, 21:14, 18:18 და დამაჯერებელი გამარჯვება 84:59 - მოიპოვა. კსუ-ს გუნდიდან 22 ქულით და 16 მოხსნით ამერიკელი ლეგიონერი - მაიკლ თორნი გამოირჩა. ანტონი კოლინსის ანგარიშზე კი 12 პასი ჩაიწერა.
საკალათბურთო გუნდი ,,ა“ ლიგის მერვე ტურის თამაშს - ,,თსუ - ჰიუნდაისთან “ 18 მარტს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მე-7 ტურის თამაშების შემდეგ პლეი ოფში გამსვლელი ოთხეული გამოიკვეთა, რომლის შემადგენლობაში კსუ-ს საკალათბურთო გუნდიცაა, სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებული სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება