კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტლუბის ინიციატივით, ბაკურ ხუბულავასა და გიგა ჩალიგავას საავტორო ტურნირი ,,ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ ჩატარდა.
თამაში სამი ეტაპისაგან შედგებოდა, თითოეულ ნაწილში კი 12-12 კითხვა დაისვა.
შეჯიბრში, კსუ-ს სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდების გარდა, თბილისის ჩემპიონატის - პირველი, მეორე, ახალი, უმაღლესი და სუპერლიგის - ჯამში 18 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირში ისეთი ცნობილი მონაწილეებიც ჩაერთნენ, როგორებიც არიან: გაგი გაბრიჭიძე, ზაალ ხონელიძე, შანშე ქექაძე და სხვანი.
ტურნირის ,,ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ გამარჯვებული გუნდი - ,,კრის პოლი“ (კაპიტანი შაკო ჩიკვილაძე) გახდა. გუნდი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტკლუბი ინტელექტუალური ხასიათის თამაშებს პერმანენტულად ატარებს. გაზაფხულის სეზონი 16 მარტს, ,,რა? სად? როდის? - შიდა ჩემპიონატით განახლდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება