,,საჩუქარი დედას“ - ამ სახელწოდებით გამართულ დედის დღისადმი მიძღვნილ საღამოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა და მას გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
3 მარტის ღონისძიებას, კსუ-ს სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი - მარინა უგულავაც დაესწრო. მან ეს დღე თითოეულ დედას მიულოცა და შეკრებილი აუდიტორიის წინაშე უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა. მარინა უგულავამ მოკლედ მიმოიხილა ის პროექტები, რომლებიც კონკრეტულად სასკოლო-საგანმანათლებლო კუთხით ხორციელდება და აღნიშნა, რომ მოსწავლეები დიდი შემართებითა და ინტერესით ერთვებიან თითოეულ წამოწყებაში.
შემოქმედებით საღამოში ნაძალადევის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და მათი დედები, სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ.
სკოლის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე, მუსიკალური ნომრებით წარდგნენ, ნაწილმა ლექსები წაიკითხა, ზოგიერთმა მონაწილემ კი ნახატები გააჩუქა და ქალბატონებს დედის დღე ამ გზით მიულოცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მსახიობებმა, პოეტებმა და მომღერლებმაც მიიღეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება