კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის პირველი სამეცნიერო ფორუმი, კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ გახსნა.
ფორუმს „ირანის როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში“ - ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილე - აბას რეზაფური, ირანის საელჩოს კულტურის ატაშე მოჯთაბა ქამრან ფარდი, კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული ღონისძიება ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების დაახლოებისა და მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიზნით ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება