თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის ,,ა“ ლიგის მეექვსე ტურის თამაშში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი - ,,ტიტებს” შეხვდა.
უნივერსიტეტის ნაკრებმა სამაგალითოდ იბრძოლა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
კსუ-ს გუნდიდან 36 ქულით, 11 მოხსნითა და 8 პასით საუკეთესო შედეგი - ამერიკელმა ლეგიონერმა - რაიან აარონმა აჩვენა. 15 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა ასევე ამერიკელმა ლეგიონერმა - მაიკლ თორნმა, ხოლო ვასო კუტალაძის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 111:109 დაფიქსირდა. კსუ-ს საკალათბურთო გუნდი ,,ა“ ლიგის მეშვიდე ტურის თამაშს - ,,წყალტუბოსთან“ 7 მარტს გამართავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება