სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, მიმართოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურს (კსუ-ს I კორპუსი, 513-ე აუდ.) და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 - შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება