კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის - ლალი მიქელაძის ორგანიზებით, სპეციალობის II, III, და IV კურსის 35-მდე სტუდენტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ კარიერის დაგეგმვის ღონისძიებას - გამოფენების ცენტრ „ExpoGeorgia”-ს №3 პავილიონში დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 30-მდე ორგანიზაცია, მათ შორის ტურისტული კომპანიები და სასტუმროები. კსუ-ს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ადგილზე გასაუბრებოდნენ და მათ საქმიანობას გასცნობოდნენ.
გამოფენაში კსუ-სთან ერთად, 100-მდე უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი მონაწილეობდა. გამოფენის მიზანია სტუდენტებმა კარიერა დაგეგმონ და გაიგონ, თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება