კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, საქართველოში უკრაინის ელჩი - იგორ დოლგოვი, კსუ-ს სტუდენტებსა და საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ გახსნა.
სტუმრებმა და მომხსენებლებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველო-უკრაინას შორის არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და მომავალი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.
მრგვალი მაგიდა, საქართველო-უკრაინის ერთგულებისა და მეგობრობის ქომაგის - ლესია უკრაინკას ხსოვნის დღეს მიეძღვნა.
დისკუსიის მონაწილეებმა, შეკრებილ საზოგადოებას განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო მიზნებზეც ისაუბრეს. საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადებით, მეცნიერება და განათლება, განვითარების ძირითადი ფაქტორებია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება