თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის სუპერლიგა A-ს ფარგლებში გამართულ მატჩში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, პსპ ფარმას ნაკრებს დაუპირისპირდა.
კსუ-ს ფეხბურთელებისათვის შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მოთამაშეებმა მეტოქის კარის აღება მეათე წუთზე მოახერხეს და უპირატესობა მთელი თამაშის მანძილზე შეინარჩუნეს.
ზურაბ ფიჩხაძის პირველ გოლს, პსპ ფარმას კარში, 22, 31 და 34 წუთზე - გარი წერეთელის სამი გოლი მოჰყვა. მეხუთე გოლი კი ლევან ჯანხოთელმა გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 5:1 დაფიქსირდა.
მატჩის დასასრულს, ტრადიციულად, ორივე გუნდიდან თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. კსუ-ს მხრიდან ეს გამარჯვება - გარი წერეთელმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გუნდის მწვრთნელი ილია მოდებაძე გახლავთ, გუნდს უახლოესი თამაში 11 მარტს - ,,აჭარასთან“ აქვს ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება