განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, უცხოელ პროფესორთა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით პროცესებში ჩართვის მიზნით, აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
მიმართულება ჯანდაცვა
სპეციალობები მედიცინა, სტომატოლოგია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სტომატოლოგიის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2018 წლის 24 თებერვლიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2018 წლის 26 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სპეციალობისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების შესახებ;
9. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
10. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
აპლიკანტს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია შეუძლია გადმოაგზავნოს ელექტრონულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე, ciu@ciu.edu.ge
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც არის შესაბამისი დარგის / მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში.
გასაუბრება მოხდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2018 წლის 31 მარტს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2018 წლის 2 აპრილს;
შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 2 აპრილს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 712
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება