,,გაიფერადე დღე და გაიცანი ახალი ადამიანები“ - ეს თბილისში, მთაწმინდის პარკში დაგეგმილი ,,ჰოლის“ ფესტივალის მთავარი მესიჯია. ასეთი მასშტაბებითა და ორგანიზებით გამართული ფერების ფესტივალი, საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომლის სტუდენტები, როგორც საორგანიზაციო, ასევე მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით ჩაერთვებიან ფესტივალში.
,,ჰოლი“- დღესასწაული, როდესაც შავი ფერი არავის ახსოვს - მხიარული, ფერადი, სიყვარულისა და მეგობრობის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის დადგომის სიმბოლოდ ითვლება და საუკუნეებია, რაც ინდოეთში აღინიშნება.
ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მხიარული სახალხო ზეიმი, მასშტაბურ სახეს თბილისში, მთაწმინდის პარკში მიიღებს. ,,ჰოლის“ ორგანიზების საქმეს - ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ დამფუძნებელი და კსუ-ს რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში - დარპან პრაშერი ხელმძღვანელობს.
ფერების დღესასწაული 4 მარტს, 14:00 საათზე მთაწმინდის პარკში გაიხსნება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ, ინდური ტკბილეული დააგემოვნონ, ქართული ღვინო მიირთვან და ქართულ-ინდური საცეკვაო და მუსიკალური ნომრებით ისიამოვნონ.
ჰოლის დღესასწაულთან დაკავშირებით, უამრავი ლეგენდა და თქმულება არსებობს, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ღმერთ კრიშნას, მუქი ფერის კანი ჰქონდა, მის მიჯნურ რადჰას ლილიას კი თეთრი. კრიშნამ დედას, ამ ,,უთანასწორობის“ შესახებ შესჩივლა და მისგან რჩევა მიიღო - რაჰასთვის ფერადი ფხვნილი შეეყარა. ღმერთი კრიშნა ასეც მოიქცა და ეს თამაში მხიარულ, რომანტიკულ გართობად და სანახაობად აქცია.
ფესტივალს, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მოწვეული ინდური ტელევიზია - ,,news nation“ გააშუქებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება