13 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი მორგოშიამ, ზუგდიდის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში სამეცნიერო სემინარი თემაზე - „დასავლეთის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია საქართველოსადმი (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ)“ - ჩაატარა.
მომხსენებელმა, საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ სემინარზე, რომელსაც XI-XII კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.
ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, სემინარი პოლიტიკურ და სახელმწიფო დონეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა-ჩამოყალიბებაში ახალგაზრდების როლის გაზრდის მიზნით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მორგოშია კსუ-ში არსებული შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება