თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის ,,ა“ ლიგის მეხუთე ტურის თამაშები დასრულდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი - ,,თბილისს” შეხვდა და 10 ქულიანი სხვაობით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი ,,ა“ ლიგის დებიუტანტ ნაკრებებს წარმოადგენენ, შესაბამისად, პროფესიონალურ ლიგაში თავის დასამკვიდრებლად, თითოეულ ქულასა და მოგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
კსუ-ს გუნდიდან 32 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო შედეგი - ამერიკელმა ლეგიონერმა - რაიან აარონმა აჩვენა. 19 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა ასევე ამერიკელმა ლეგიონერმა - მაიკლ თორნმა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 93:83 დაფიქსირდა.
კსუ-ს საკალათბურთო გუნდი ,,ა“ ლიგის მომდევნო ტურის თამაშს - ,,ტიტებთან“ 1 მარტს გამართავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება