საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში ჩართვის მიზნით, მოტივირებულ, ერუდირებულ და ენთუზიაზმით სავსე მოხალისეებს ეძებს.
2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოტქომბრამდე იწყება ყველაზე მასშტაბური საჭადრაკო ღონისძიება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, ოლიმპიადის პარალელურად იმართება ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობენ 190-მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები.
გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება ბათუმი ბლექ სი არენაზე, ხოლო დახურვა 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.
ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდიბარე შეიქმნა 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია.
ოლიმპიადის სრულყოფილად გამართვისათვის აუცილებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, ყველაზე მოტივირებული, ერუდირებული და ენთუზიაზმით აღსავსე მოხალისეების მოძიება, რომელთა ასაკი განისაზღვრება 18-დან 30 წლამდე. მოხალისეები ერთვებიან როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო საქმიანობაში, ისე ერთიან, სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობაში.
მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე - batumi2018.fide.com
გაცნობებთ, რომ მოჟადრაკეები, კაპიტნები, არბიტრები, თანმხლები პირები, კონგრესის დელეგატები, უცხოელი ჟურნალისტები, საქართველოს 21 სექტემბრიდან ეწვევიან. ფრენები განხორციელდება საქართველოს სამივე აეროპორტში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფედერაციის ვებგვერდს: www.gcf.org.ge ან დარეკეთ ნომერზე: 2982747 .
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება