21 იანვარს, მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში, "ონკო-2017"-ის შემაჯამებელი ნაწილი გაიმართა.
"ონკო-2017"-ის ფინალურ კონფერენციაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები - გიორგი ფილიშვილი და ირაკლი ხეჩიკაშვილი მონაწილეობდნენ. მომხსენებლებმა კონფერენციაზე თემა - "ძუძუს კიბო" - წარმოადგინეს.
კონფერენციაში საქართველოს ხუთი სხვადასხვა უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტ - ,,ონკო 2017“-ის დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, შიდა შესარჩევი ტური გაიარეს, სადაც ჟიურის წინაშე ინდივიდუალურად და ჯგუფურად მომზადებული მოხსენებებით წარსდგნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება