კსუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ამჯერად, "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრის მენეჯერს, კსუ-ს საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულს გიორგი ტოკლიკიშვილს ესტუმრნენ.
გიორგი ტოკლიკიშვილმა კსუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და კსუ-ში შეძენილ უნარებზე ისაუბრა:
„უნივერსიტეტში მე შევიძინე ის უნარები, რაც ჩემს პროფესიაში აუცილებელია. იქ მიღებულმა სწავლამ და ხელშეწყობამ გავლენა იქონია ჩემს კარიერულ წინსვლაზე.
ვფიქრობ, რომ კსუ გამოირჩევა მიზანდასახულობით, რაც გამოიხატება ცნობადობის ზრდასა და სწრაფად პროგრესირებაში“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის გიორგის და "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრის ადმინისტრაციას მასპინძლობისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება