კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად:
მიმართულება სამართალი
სპეციალობა კერძო სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სპეციალობა საჯარო სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სპეციალობა სისხლის სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
მიმართულება სოციალური მეცნიერებები
სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია
სპეციალობა ჟურნალისტიკა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
მიმართულება ჯანდაცვა
საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 5 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ნეირომეცნიერებისა და გამოყენებითი ფიზიოლოგიის დეპარტამენტი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 5 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სტომატოლოგიის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2018 წლის 16 იანვრიდან.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2018 წლის 19 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სპეციალობისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
9. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა);
10. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
11. ჯანდაცვის მიმართულებით კონკურსში მონაწილე კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენა. გარდა ამისა, კონკურსანტის ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის კომპეტენცია შეიძლება დასტურდებოდეს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსების წაკითხვის გამოცდილებით / საერთაშორისო პროექტებში ჩართულობით / საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურსანტი ვალდებულია, საკონკურსო კომისიის წინაშე, ინგლისურ ენაზე
გააკეთოს საჩვენებელი პრეზენტაცია, მისთვის სასურველ სალექციო თემაზე.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ექნება სამეცნიერო – პედაგოგიური გამოცდილებაც);
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც არის შესაბამისი დარგის / მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2018 წლის 23 თებერვალს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2018 წლის 24 თებერვალს;
შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 24 თებერვალს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე:
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი, ოთახი #712.
ტელ.: 261-12-98; 294-59-92.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება