„კსუ არის მოტივირებული სტუდენტების, შრომისმოყვარე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმატებული კოოპერაცია, რაც განაპირობებს კსუ-ს კურსდამთავრებულთა მოთხოვნადობასა და კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე“ - ციცი ცაცკრიალაშვილი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ წყვეტს კავშირს კურსდამთავრებულებთან. ამის ერთ-ერთი დასტურია კურსდამთავრებულთა კლუბისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლების სტუმრობა კსუ-ს კურსდამთავრებულ ციცი ცაცკრიალაშვილთან.
ციცი არის კსუ-ს ტურიზმის სპეციალობის კურსდამთავრებული, რომელიც სწავლის დასრულებისთანავე სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ დასაქმდა.
კურსდამთავრებულმა კსუ-ს წარმომადგენლებს საკუთარი სამუშაო გარემო გააცნო და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და რჩევების შესახებ ესაუბრა:
“ჩემი პროფესიული უნარებიდან გამომდინარე ჩემმა ლექტორმა მირჩია კარიერის დაკავშირება სასტუმრო ბიზნესთან. მისმა კომპეტენტურმა რჩევამ გაამართლა და წელიწადზე მეტია უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას ვაგროვებ სასტუმრო ბიზნესში. რაც ყველაზე მთავარია ვარ ჩემი პროფესიით დასაქმებული, ვაკეთებ საყვარელ საქმეს .“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ციცის და სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ ადმინისტრაციას მასპინძლობისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება