შემოდგომის სეზონის ინტელექტუალური თამაშის - რა? სად? როდის? - დასკვნითი ტური 22 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
შეჯიბრში სხვადასხვა ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებით დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა.
შემოდგომის სეზონის შემაჯამებელი ეტაპის თამაშს მოწვეული სტუმრის ამპლუით ინტელექტკლუბის მაგისტრი - გიორგი ბაქრაძე და პრაიმ აუდიტის დირექტორი - ამირან კილაძე ესწრებოდნენ.
თამაშში 20 ძირითადი კითხვა დაისვა. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს: საუკეთესო ფაკულტეტის ჯილდო - სოციალურ მენიერებათა ფაკულტეტმა, საუკეთესო მოთამაშის სტატუსი - ირაკლი გაბედავამ დაიმსახურა, საუკეთესო კაპიტანი - მარიკა შეშელიძე, ხოლო წლის აღმოჩენა გუნდი - ,,ეგარი" გახდა. რაც შეეხება სეზონის საუკეთესო სამეულს: პირველი ადგილი ,,Dream killers-მა", მეორე ადგილი, ბრაჰმანების კასტამ, ხოლო მესამე ადგილი ჯგუფმა ,,ჰიდრამ" მოიპოვა. მათ უნივერსიტეტისაგან - 500, 300 და 200 ლარიანი ვაუჩერები, ხოლო შემოდგომის სეზონის ყველა მონაწილეს რადარამის წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება