კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა - ალიკა გუჩუამ თბილისის კერძო სკოლა - ,,პოლიგლოტში“ საჯარო ლექცია - ,,ტერორიზმი და საერთაშორისო უსაფრთხოება“ - ჩაატარა.
მომხსენებელმა სკოლის მოსწავლეებთან ტერმინი განმარტა და პოლიტიკურ, ეთნორელიგიურ, საერთაშორისო და კიბერ ტერორიზმის სახეებზე ისაუბრა.
კსუ-ს დოქტორანტმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების კლასიფიკაციაზე პოლიტიკური ანალიზის ფორმატში და სახელმწიფოს როლზე.
სალექციო ნაწილის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. კერძო სკოლის მოსწავლებმა, თემის ირგვლივ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს მომხსენებელს. საჯარო ლექციას, დამამთავრებელი კლასიის მოსწავლეებთან ერთად სკოლის პედაგოგები და დირექციაც ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება