ადამიანად არყოფნის სევდა...
(თორნიკე მეცხვარიშვილის ხსოვნას)
ორიოდ დღის წინ ის საკუთარი სოციალური გვერდიდან გვილოცავდა ბარბარობას....
გეგმავდა ახალ წელს....
ხვალინდელს...
ზეგინდელს....
ის ოცნებობდა....
ცდილობდა, რომ ეცხოვრა და არა მხოლოდ - ეცოცხლა...
მაგრამ....
„მაგრამ რომ არა ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო“- უთქვამთ...
ეს „მაგრამ“ დადგა გუშინ... წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ჩვენი უნივერსიტეტის რჩეული სტუდენტის, რჩეული ბიჭის, რჩეული ქართველის, რჩეული მომავალი ექიმის, რჩეული მომავალი მამის, რჩეული მომავალი მეუღლის, მეგობრის, შვილის, კოლეგის ცხოვრებაში....
თორნიკე მეცხვარიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი - აღარ არის....
მარკუს ავრელიუსს უთქვამს: „სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ იმის, რომ ვერასდროს დაიწყებ სიცოცხლეს“...
25 წელი მხოლოდ ციფრებია... ციფრები, რომელშიც თორნიკე მეცხვარიშვილის დედამიწისეული დროა მოქცეული... მაგრამ საუკუნის მეოთხედში მან მოასწრო დაეწყო სიცოცხლე, ყველა ადამიანზე დაეტოვებინა თავისი განუმეორებელი ხიბლი, სილაღე, ადამიანურობა.... მოასწრო, თავად დამდგარიყო ადამიანთა სიცოცხლის სადარაჯოზე.... დაეცვა ისინი სიკვდილისგან.... და თავად გამხდარიყო სიკვდილის მსხვერპლი….
სიკვდილს ნუგეში არ უყვარს... არ ცნობს... გუსტავ ფლობერს უთქვამს: „მეგობრის სიკვდილი საკუთრი სულის სიკვდილს ჰგავსო“... ამიტომ სიკვდილი უნუგეშოა...
მაგრამ ერთადერთი, რითაც შეგვიძლია სიმშვიდე მოვიპოვოთ აქ დარჩენილებმა ისაა, რომ თორნიკემ მოასწრო ეცხოვრა.... დაეტოვებინა თავისი კეთილი კვალი დედამიწაზე..
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი - ილია II ბრძანებს: „ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისგან მომადლებული ძვირფასი ნიჭია. ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ მის ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის“...
თორნიკე მეცხვარიშვილმა იცხოვრა და იცოცხლა ადამიანად ყოფნის სევდითა და სიხარულით....
გუშინ... ნიკოლოზობას, თორნიკე მეცხვარიშვილი გადავიდა ადამიანად არყოფნის სევდის მტკივნეულ გზაზე...
ნათელი გზა ნათელ ბიჭს, რომელმაც გვასწავლა ვიცხოვროთ დღეით... გვიყვარდეს დღეით, გვახსოვდეს დღეით და ღირსეულად ვზიდოთ ადამიანად ყოფნისა და არყოფნის მძიმე ტვირთი...
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება