კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართული საშემოდგომო სეზონის მორიგი პარასკევი დღე - ქვიზს - ,,დიდ ლაბირინთს“ დაეთმო. ქვიზი კინოს, ლიტერატურისა და სპორტის შესახებ კითხვებს აერთიანებდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში შეკითხვები რა? სად? როდის?, ცნობილი ფრაზების, ციტატებისა და მეტსახელების გამოცნობის ფორმატში დაისვა.
თამაში ფინალური სამეულის გამოსავლენად, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოო ჯამში კი გამარჯვებულები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდნენ: პირველი ადგილი „dream killers“-მა, მეორე - „ბრაჰმანების კასტამ“, ხოლო მესამე ადგილი „ოლიმპოს ღმერთების“ გუნდმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტკლუბის ორგანიზებით გამართული შეჯიბრის - რა? სად? როდის? - დასკვნითი მეექვსე ტური მიმდინარე კვირაში - 22 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება